
ინტერიგრებული გაკვეთილის გეგმა
სასწავლო საფეხური: VIIIა კლასი; სამაზო საფეხური
გაკვეთილის თემა : რა კავშირია აკაკი წერეთელსა და ი.კრილოვს შორის?
სასწავლო მიზნები:
მიმართულება მოსმენა :
მოსმენა და ნაცნობ სითყვებსა და გამოთქმებზე დაყრდნობით საკომუნიკაციო სიტუაციის ამოცნობა
კონტექსტის ამოცნობა
მთავარი თემის ამოცნობა
მიმართულება ლაპარაკი; ცოდნის ორგანიზება ცხრილში
მოქმედებისა და მოვლენების ამოცნობა, მათზე შეკითხვების დასმა და პასუხის გაცემა
მოქმედ გმირებზე ინფორმაციის დახარისხება, დროისა და ადგილის ამოცნობა
მოვლენების, პრობლემების სხვადასხვა კუთხით დანახვა, მასზე შეკითხვების დასმა და პასუხის გაცემა
წინაპირობები: (წინარე ცოდნა)
მოსწავლეებმი უკვე იცნობენ იგავ-არაკების შინაარსს, იციან ზეპირად. მოიძიეს ინფორმაციები ი.კრილოვისა და ა.წერეთლის შესახებ.
გაკვეთილის მიმდინარეობა:
გაკვეთილის დასაწყიში მოტივაციის შესაქმელად, მოსწავლეებს დაფაზე გამოკრული აქვთ ფორმატი, სადაც არის ი.კრილოვის პორტრეტი და ირგვლივ მისი იგავ-არაკების გმირები.
მასწავლებელი ეკითხება:
1. ვინ არის ეს ადამიანი?
2. ვის ხედავთ მის ირგვლივ?
შემდეგ აკაკი წერეთლის პორტრეტს გამოვუჩენთ მოსწავლეებს.
1. ვინ არის ეს ადამიანი?
2. რა კავშირშია თქვენი აზრით ი.კრილოვთან?
3. როდის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ი.კრილოვი
4. ა.წერეთელი?
შემდეგ მოსწავლეები წაიკითხავენ ი.კრილოვის იგავ-არაკებს როლებში (რუსულად)
შემდეგ კი ამ იგავ-არაკის აკაკი წერეთლის თარგმანს (როლებში)
1. ,,მამალი და გუგული”
2. ,,მელია და ყურძენი”
3. ,,ღორი მუხასთან”
4. თითოეული იგავ-არაკის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები აანალიზებენ თუ რისი თქმა უნდოდა ავტორს და სად იყო ჩადებული ამ იგავ-არაკის მორალი.
კითხვები:
1. რისი თქმა უნდოდა ავტორს?
2. რატომ აირჩია, თქვენი აზრით, ეს გმირები?
3. რომელი სიტყვები წარმოადგენს იგავ-არაკის მორალს?
4. ვინ ამბობს ამ სიტყვებს? რატომ?
კლასი იყოფა სამ ჯგუფად, მათ ურიგდებათ 5წ’ს დიაგრამა.
თითოეული ჯგუფი ავსებს ამ დიაგრამას, მხოლოდ ერთი იგავ-არაკის მიხედვით (რუსულად და ქართულად). დროის ამოწურვის შემდეგ მოსწავლეები წარმოადგენენ ჯგუფის ლიდერს, რომელიც გასცემს პასუხს დიაგრამაში მოცემულ ხუთ შეკითხვას.
მოსწავლეები შეფასდებიან ამ გაკვეთილისთვის მომზადებული სქემის მიხედვით. შეფასება იქნება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი.
გაკვეთილის ბოლოს ნაჩვენები იქნება მულტიფიკაციური ფილმები ამ იგავ-არაკების მიხედვით.
საშინაო დავალება:
სტრატეგია: ვიცი, გავიგე,უნდა გავიგო.
ჩამოწერეთ რა იცით, რა გაიგეთ დღეს, რა გინდათ იცოდეთ კიდევ.
მოსწავლეთა ორგანიზება:
გაკვეთილის მიმდინარეობისას კლასი რამდენიმეჯერ გადაეწყობა. მუშაობა დაიწყება მთელ კლასთან.
როლური თამაშის დროს იქნება ჯგუფური მუშაობა, შემდეგ ისევ მთელ კლასთან მუშაობა.
დიაგრამის შესავსებად კლასი ისევ ჯგუფურად იმუშავებს.
დროის განაწილება:
1. მოტივაცია (კითხვებზე პასუხი) – 3 წუთი
2. იგავ-არაკების წარმოდგენა – 15 წუთი
3. კითხვები და პასუხები – 4 წუთი
4. 5 წ’ს დიაგრამის შესასრულებლად გადაჯგუფდება ინსტრუქტაჟი – 3 წუთი
5. დიაგრამის შევსება – 5 წუთი
6. შევსებული დიაგრამის წარმოდგენა – 5 წუთი
7. შეფასება – 2 წუთი
8. საშინაო დავალება -1 წუთი
9. მულტფილმის ჩვენება – 7 წუთი
რესურსები:
წიგნი, დაფა, ფორმატი, თაბახის ფურცლები, თვალსაჩინოებები, პორტრეტები, ეკრანი, პროექტორი, კომპიუტერი, დიაგრამის ნიმუშები.
დამატებითი აქტივობა: მულტიფიკაციური ფილმების ჩვენება
შეფასება: მოსწავლეების შეფასება მოხდება შემდეგი სქემის მიხედვით
შეფასების სქემა
# | | სრულად (2 ქ.) | ნაწილობრივ (1 ქ.) | ვერ ახერხებს (0 ქ.) |
1 | ლაპარაკობს გაბმულად | | | |
2 | კითხულობს გამოთქმით | | | |
3 | კითხულობს გამოთქმით | | | |
4 | კითხულობს გამოთქმით | | | |
5 | იცავს ინსტრუქციებს და დროის ლიმიტს | | | |
Комментариев нет:
Отправить комментарий